вторник, 11 мая 2010 г.

პროექტის სახელი:ხაჭაპური
პროექტის მიზანი:მოსწავლეებმა მოიძიონ ინფორმაცია ეროვნული სამზარეულოს მშვენების ხაჭაპურის ნაირსახეობის შესახებ გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით , მოამზადონ ტრადიციული კერძი და დააკავშირონ საგნებთან მათემატიკასა და ფიზიკასთან.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გაანაწილდებიან სამ ჯგუფად. ერთი ჯგუფი მათემატიკის კუთხით განიხილავს კერძის სახეობას – წრე და მისი ნაწილები,რადიუსი, სეგმენტი,სექტორი. მეორე ჯგუფი ფიზიკის კუთხით განიხილავს კერძის სახეობას–მისი დაჭრა ხდება მარტივი მექანიზმით მაკრატლით, აქვე განიხილავენ მექანიკის "ოქროს წესს", მესამე ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას ხაჭაპურის მომზადების და ნაირსახეობის შესახებ გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით.დაიხმარს ინტერნეტს, ასევე ჩაატარებს გამოკითხვას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტრადიციული კერძის წარმოშობისა და მისი მომზადების წესებზე.
მონაწილეთა ასაკი:13–14 წელი,VIII კლასის მოსწავლეები.
ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: გამოუმუშავდეს კვლევა–ძიების, ჯგუფუტი მუშაობის,ასევე თავამშრომლობის, ინტერვიუს აგების უნარ–ჩვევა, ახალი ცოდნის შეძენა.
მოსალოდნელი შედეგები: ცოდნის გაფართოება, ახალი მასალის შექმნა, სხვა მოსწავლეების დაინტერესება.ელ. ჟურნალის, ფოტომასალის, ვიდეომასალის, კედლის გაზეთის შექმნა.
სარგებელი სხვებისთვის: იქმნება ახალი ინფორმაცია, რაც სხვებისთვისაც ზელმისაწვდომი იქნება.
სამუშაო ენა: ქართული.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა, ფიზიკა, გეოგრაფია, ისტ–ის გამოყენება.
პროექტის ფასილიტატორი: ლელა რაზმაძე.
ფასილიტატორის ელ.ფოსტა:l.gochitashvili@gmail.com